"ნაძვის ხის აწყობა ჩვენს ოჯახში დაუსრულებელი პროცესია" - როგორ მორთეს ცნობილმა სახეებმა ნაძვის ხე? - კვირის პალიტრა

"ნაძვის ხის აწყობა ჩვენს ოჯახში დაუსრულებელი პროცესია" - როგორ მორთეს ცნობილმა სახეებმა ნაძვის ხე?

წინაასაახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის და სახლის მთავარი სადღესასწაულო ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტად გვხდება თვალში, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიერ მორთული ნაძვის ხეებიც შეგვიძლია ვიხილოთ.

როგორც ჩანს, მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა ორსულმა მეუღლემა მარიტა მელიქიშვილმა საახალწლო ნაძვის ხე უკვე დადგეს და სახლში სადღესასწაულო გარემოც შექმნეს.

gasvianisnadzisxe-1639903832.jpg

მოდელმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა სახლისთვის ორიგინალური დიზაინის ნაძვის ხე შეარჩია.

gviniashvili1-1639903952.jpg

"ნაძვის ხის აწყობა ჩვენს ოჯახში დაუსრულებელი პროცესია, ყველას თავისი გემოვნებით სურს მორთოს, ბოლოს მაინც დედიკოს აზრს ითვალისწინებს ყველა.საოჯახო ფოტოსესიაც რთული ამბავია, ბავშვებს ეჩქარებათ, დედიკოს კი ბევრი კადრი უნდა. ჩემი განწყობა ჩემი საყვარელი ადამიანების გახარებით იქმნება", - წერს "ინსტაგრამზე" მოდელი რუსა ჩაჩუა.

chachua11-1639904211.jpg