ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 7-ჯერ აიცრა - რას წერს რუსი პოლიტიკოსი?
რუსი პოლიტიკოსი, "რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
tass.ru -ს ინფორმაციით, ვლადიმირ ჟირინოვსკი კიდევ ერთხელ აიცრა, ეს პოლიტიკოსისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-7 ინექციაა.
"ადრე გავიკეთე Sputnik V-ის ვაქცინა, ამჯერად ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის Kovivac-ით ავიცერი. ეს არის კლასიკური ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსით, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. საერთო ჯამში, 2020 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ეს არის მე-7 ინექცია ჩემთვის". დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საკუთარი "ტელეგრამის" არხზე.
ჟირინოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის კორონავრუსით არ დავირუსებულა და თავს კარგად გრძნობს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მოსახლეობის ნახევარი არ არის აცრილი და თვლის, რომ ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ნიშნავს პანდემიის გახანგრძლივებას, ადამიანები დაინფიცირდებიან და იქნება გარდაცვალების შემთხვევები.