"მეორე სართულიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან" - რა მოხდა ვაზისუბანში? - კვირის პალიტრა

"მეორე სართულიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან" - რა მოხდა ვაზისუბანში?

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში აფეთქების ხმა ორჯერ გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, სახლი სადაც აფეთქება მოხდა გაქირავებული იყო.

"აფეთქების ხმა გავიგე. ორჯერ იყო აფეთქება ძლიერად. ეზოში მანქანებს შუშები აქვს ჩამსხვრეული. პირველ სართულზე ვცხოვრობ. როგორც ვიცი მდგმურები ცხოვრობენ იმ ბინაში. გაქირავებული აქვს მეპატრონეს. სავარაუდოდ, საღამოა და სახლში უნდა ყოფილიყვნენ აფეთქების დროს. მეორე სართულიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.