ვაზისუბანში, კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

ვაზისუბანში, კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში, პირველ სართულზე, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა. საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილობრივების თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამი ადამიანი გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად მსხვერპლი არ არის.