როგორია იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო - კვირის პალიტრა

როგორია იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო

ისნის რაიონის გამგებელის ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლების მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. ნიკა ელისაშვილის თქმით, ერთი ადამიანი, მძიმედ არის, ხოლო 4 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. სხეულის დაზიანება მიიღო 5-მა ადამიანმა. ხუთივე მათგანი გადაყვანილია კლინიკებში. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და ხანძარი.

ჩვენი ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც მძიმე დაზიანება დამწვრობა მიიღო, მძიმედ არის, დანარჩენი 4 ადამიანი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა რაიონის გამგებელმა.

"ინტერპრესნიუსი"