"მოვა დრო და ჩემი ქვეყნის სახელს უფრო შორს გავიტან“ - კვირის პალიტრა

"მოვა დრო და ჩემი ქვეყნის სახელს უფრო შორს გავიტან“

უკ­რა­ი­ნუ­ლი "სა­ბავ­შვო ვო­ი­სის" გა­მარ­­ჯვე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი­­­ ამჯერად ამე­რი­კუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნა­ლის­ტი გახ­და. საკუთარ გამარჯვებაზე, ამერიკული ცხოვრების დეტალებსა და უახლოეს გეგმებზე ის "კვირის პალიტრას" ესაუბრება.

- დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტით, რომლის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ და, მგონი, პირველი ქართველი ხარ, ვინც მასში მონაწილეობს.

- დიახ, ასეა. ამ პროეტს ჰქვია "კონექტიკუტის ნიჭიერი" და მე მისი პირველი ქართველი მონაწილე ვარ.

- როგორ მოხვდი ამ პროექტში?

- ჩემი პედაგოგი შეროლ პორტერი იყო ჩამოსული ნიუ-იორკში და როდესაც­ "იუთუბში" გადაცემას წერდა ერთ-ერთი­ ძალიან დიდი არხისთვის, რომელსაც 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მეც დამპატიჟა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. როგორც ჩანს, ამ გადაცემის შედეგად მოვეწონე პროექტის კრეატიულ დირექტორს, რომელმაც მიმიწვია "კონექტიკუტის „ნიჭიერში". ეს არის ერთი შტატის პროექტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით უკვე მიმიწვიეს მთელი ამერიკის "ნიჭიერში" და Aმერიცან Iდოლ-ში მონაწილეობის მისაღებად.

- როგორი გამოხმაურება ჰქონდა შენს გამოჩენას "კონექტიკუტის ნიჭიერში"?

- ჩემს მოლოდინს გადააჭარბა ჯერ იმ ფაქტმა, რომ ასეთი კარგი შემოთავაზება მივიღე და მეორეც - ქართველი ხალხის მხარდაჭერა საზღვრებს სცდება! ისეთი ბედნიერი ვარ! პირველი სამი ტური დასრულდა, ფინალი კი 18 დეკემბერსაა. ფინალისათვის შევქმენით იმეილკამპანია, სადაც ხალხი რეგისტრირდება, რომ ფინალის დღეს მიიღოს ინსტრუქცია, როგორ მომცენ ხმა. სამ დღეში უკვე 5000-მდე ადამიანი გაწევრდა!

- American Idol-ში როგორ მიგიწვიეს?

- "კონექტიკუტის ნიჭიერის" ჟიურში­ ვინც იყო, ის 10 წელი მუშაობდა American Idol-ში. ჩემი ვიდეო გაუგზავნა თავის მეგობარს (რომელიც ასევე პროდიუსერია ამ პროექტში), მას ძალიან მოეწონა და დამიკავშირდა.

- გეკითხებიან, საიდან ხარო? რა იციან საქართეელოზე?

- კი, მე ვთხოვე წამყვანს, ეკითხა, საიდან ვიყავი, რომ საქართველოზე რამე მეთქვა. რუკაზე ავუხსენი, სად იყო. სამწუხაროდ, ბევრის თქმის დრო არ იყო, მაგრამ მოვა დრო და ჩემი ქვეყნის სახელს უფრო შორს გავიტან.…

- როგორ გეძახიან? ალექს ზაზარა?

- ზაზარა საქართველოშივე შემარქვეს. კი უძნელდებათ, მაგრამ მაინც ყველას ვთხოვ, ალექსანდრე ზაზარაშვილად მომიხსენიონ.

- რამდენი ხართ ფინალში?

- 15 მონაწილე.

- მხოლოდ საზოგადოების ხმებით გაიმარჯვებ თუ ჟიურიც არის?

- ორივე - ხმის მიცემა, ჟიურის გადაწყვეტილება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო.

- ამერიკის "ნიჭიერი" როგორი იქნება და როდის?

- ეგ ჯერჯერობით არ ვიცი.

- ახლა გარდატეხის ასაკი გაქვს. სარისკო ხომ არ არის ამ ეტაპზე აქტიური სასცენო საქმიანობა?

- ხმას მოფრთხილება ყოველთვის სჭირდება. დიახ, ჯერ არ არის გასული ჩემი გარდატეხის ასაკი და სიფრთხილეა საჭირო.

- შეროლ პორტერზე მიამბე.

- შეროლ პორტერი მთელ მსოფლიოში აღიარებულია ვოკალის #1 პედაგოგად, რომელსაც აქვს ვოკალის შესწავლის საკუთარი მეთოდი, არ დაიჯერებთ და მე ყველაფერს უანგაროდ მიკეთებს. მე ვარ ერთადერთი მოსწავლე, რომელსაც კერძო გაკვეთილებს უტარებს, რადგან არ აქვს დრო, სხვებსაც ჩაუტაროს. მათ მხოლოდ მაშინ ამეცადინებს, როცა ვიდეოს უღებს.…

- შეროლი როგორ გაიცანი, ან რატომ მოინდომა შენთან უანგაროდ მუშაობა?

- შეროლის ვიდეოებს პატარაობიდან ვუყურებდი და ყოველთვის ოცნებად მქონდა მასთან შეხვედრა. მახსოვს, როდესაც იტალიაში იყო ერთი წლით მასტერკლასებზე წასული, ვოცნებობდი, მას შევხვედროდი. მე მაქვს ოცნებების დაფა, რომლის იდეა ჩემმა მეგობარმა ნინა ჯანგველაძემ მომაწოდა და იმ ოცნებების დაფაზე პირველი შეროლ პორტერია. როდესაც შეროლმა გამიცნო, ძალიან შევუყვარდი, დამპატიჟა საკუთარ სახლში ჩიკაგოში და... დაბადების დღეც გადამიხადა. ეს იყო სიზმარი...

- კიდევ ვისთან მუშაობდა შეროლ პორტერი?

- მერაია ქერისთან, ლუჩანო პავაროტისთან...

- მე გიცნობ, როგორც ქართველ ბიჭს, ქართლის გულში, რუისში გაზრდილს... ამერიკაში როდის ჩახვედი?

- ჩემი კარიერის განვითარებისთვის ჩავედით მე და მამაჩემი, მაგრამ დარჩენას არ ვაპირებდით - "კორონამ" შეგვაყოვნა და შემოვრჩით. თითქმის ორი წელი გაჩერებული ვიყავი, ბევრმა ისიც იფიქრა, სიმღერას დაანება თავიო; იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, როგორც უცებ გამოჩნდა, ისე უცებ დაიკარგაო, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს იმისთვის არ გვიწვალია, რომ რამისთვის თავი დამენებებინა! გაჩერებული ვიყავი, რომ აღდგენილი ძალებით და უფრო მაგარი ამბებით დავბრუნებულიყავი და ასეც მოხდა.…

- რა ასაკიდან მღერი?

- 3 წლიდან. ჩვენი სოფლის ჯგუფში ჩემი და რომ დადიოდა, მეც მიმიყვანეს. სულ რაღაც 4-5 წლის ვიყავი, სოლოებს რომ მამღერებდნენ.

- როგორი იყო შენთვის 2021 და რას მოელი ვეფხვის წლისგან?

- ვეფხვივით თავდაჯერებული უნდა ვიყო და ყველანაირი წინააღმდეგობა გავაქრო.

- ვისთან ისურვებდი ამ წელს დუეტის ჩაწერას ან თანამშრომლობას?

- ბილი აილიშთან, ან არიანა გრანდესთან.