გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ - კვირის პალიტრა

გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ

ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან - იანვრის ბოლომდე, გიდებს 10- დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ.

„აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.

სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია:გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | მწვანე პასპორტი

საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.