თემურ ალასანია სასამართლოში დღეს ისევ გამოიკითხება - კვირის პალიტრა

თემურ ალასანია სასამართლოში დღეს ისევ გამოიკითხება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დღეს ისევ გამოიკითხება.

მისი გამოკითხვა 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კვლავ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 17 დეკემბერს გამოიკითხა. როგორც ალასანიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმის მიხედვით საგამოძიებო უწყება უკანონოდ ჩანაწერების ჩამწერ, დამმონტაჟებელ და გამავრცელებელ პირებს უნდა ეძებდეს, მაგრამ სინამდვილეში ჩანაწერების ავთენტურობა აინტერესებდათ.