"ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო"
"უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა „წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართავს კობახიძეს აღნიშნული ფაქტი გაითვალისწინონ.
„გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის - უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა „წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“.
მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა: „სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი“.