"საგვარეულო აკლდამა თავის ეზოში აქვს მოწყობილი, ამან ჩემი 9 წლის შვილის ფსიქიკა დააზიანა" - ვალერი გელაშვილს მეზობელი უჩივის - კვირის პალიტრა

"საგვარეულო აკლდამა თავის ეზოში აქვს მოწყობილი, ამან ჩემი 9 წლის შვილის ფსიქიკა დააზიანა" - ვალერი გელაშვილს მეზობელი უჩივის

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ეზოს ფოტო მოგ­ვა­წო­და ნინო ნო­ზა­ძემბიზ­ნეს­მენ­სა და პო­ლი­ტი­კოს ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს მე­ზო­ბე­ლი ნინო ნო­ზა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. ის ხა­შურ­ში, მისი ეზოს მო­მიჯ­ნა­ვედ აკ­ლდა­მის გა­კე­თე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მისი თქმით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ეზო­ში დაკ­რძა­ლა თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუა, რის შემ­დეგ მის შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მუდ­მი­ვად ფსი­ქო­ლო­გებ­თან და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან უწევთ სი­ა­რუ­ლი.

ნინო ნო­ზა­ძე:

- ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წე­ლია საგ­ვა­რე­უ­ლო აკ­ლდა­მა თა­ვის ეზო­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. არა­ნა­ი­რად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დით იმით, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად ჰქონ­და ეს მო­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ეს უკვე შე­ე­ხო ჩემს ოჯახს. ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აივ­ნი­დან, ჩემი 9 წლის შვი­ლის ოთა­ხი­დან ჩანს ეს საფ­ლა­ვე­ბი, სა­დაც 4 მიც­ვა­ლე­ბუ­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. ვა­ლე­რიმ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეზო­ში გად­მო­ას­ვე­ნა წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მამა და ბე­ბია-ბა­ბუ­აც.

ადრე ამ ად­გილს ეფა­რე­ბო­და სხვა სახ­ლი, რო­მე­ლიც ეზოს მიმ­დე­ბა­რედ იდგა, მაგ­რამ ისიც მო­ან­გრია და ახლა ხე­ლის გულ­ზე ჩანს მათი სა­საფ­ლაო. კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი ბავ­შვი სულ სახ­ლშია, აი­ვან­ზე რომ გა­ვი­დეს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ აქვს, ში­შე­ბი და­ე­წყო, სულ სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობს. შიში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უმ­ძაფ­რდა მას შემ­დეგ, რაც საფ­ლავ­თან რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რეს. დამ­კვრე­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს დოლ-გარ­მო­ნით, ადრე მიც­ვა­ლე­ბულს რომ მის­ვე­ნებ­დნენ სა­საფ­ლა­ო­ზე, მა­შინ ტარ­დე­ბო­და მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი, მუ­სი­კით რომ მიყ­ვე­ბოდ­ნენ ხოლ­მე პრო­ცე­სი­ას, ჰოდა, ეგე­თი რი­ტუ­ა­ლი გა­მარ­თეს, ეს შემ­ზა­რა­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, ეს ნახა ბავ­შვმა და უა­რე­სად გახ­და. თან იც­ნობ­და ვა­ლე­რის გარ­დაც­ვლილ დე­დას და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

შინ სვე­ლი წერ­ტი­ლი ქვე­ვით გვაქვს და რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, ბავ­შვი ოთა­ხი­დან ვერ გა­დის, სულ სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობს. ძნე­ლია შენს ფან­ჯრი­დან. რომ უყუ­რებ საფ­ლა­ვებს... ბავ­შვმა და­კარ­გა ყვე­ლაფ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, იძა­ხის, - გული მი­კან­კა­ლებს, ჩვენც მოვ­კვდე­ბი­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი ძნე­ლია ამის მოს­მე­ნა დე­დის­თვის.

ამის გარ­და გე­ლაშ­ვილს სახ­ლში ჰყავს 4 ძაღ­ლი, ღა­მით საფ­ლავ­თან მი­დი­ან და ყმუ­იან, თან ღა­მი­თაც გა­ნა­თე­ბუ­ლი აქვს "პრო­ჟექ­ტო­რით" იქა­უ­რო­ბა. ფსი­ქო­ლოგ­თან დამ­ყავს და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­ცენ­ტრა­ცია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს. ამ პი­რო­ბებ­ში რომ ცხოვ­რობს, ამის გა­მოა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­ვა­ტა­რე, მო­გო­ნი­ლი არა­ფე­რია. არ მინ­დო­და, საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვა­ლე­რის მივ­მარ­თეთ, ვთხო­ვეთ ამო­ა­შე­ნოს კე­დე­ლი ისე, რომ ჩვე­ნი სახ­ლი­დან არ გა­მოჩ­ნდეს მისი ეზო და მისი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ.

შევ­ხვდი ხა­შუ­რის მერს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და გა­ვარ­კვიე, რომ თვით­ნე­ბუ­რად აქვს აკ­ლდა­მა სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ჭა, რად­გან ქა­ლაქ­ში არ არის წყა­ლი. ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამ წყლის და­ლე­ვა, ამი­ტომ და­სა­ლევ წყალს სულ ვყი­დუ­ლობთ.

ეზო­ში აუ­ზიც მო­ა­წყო, თვი­თონ შეზ­ლონგზეა ხოლ­მე წა­მო­წო­ლი­ლი და აქეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­საფ­ლაო აქვს. ან თვი­თონ რა მოს­ვე­ნე­ბას პო­უ­ლობს, არ ვიცი, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ჩვენ დაგ­ვა­ზი­ა­ნა იმით, რომ ბავ­შვს აქვს პრობ­ლე­მე­ბი.

მან­ძი­ლი ჩვე­ნი სახ­ლი­დან იქამ­დე 30 ნა­ბი­ჯია, კა­ნო­ნით, სა­საფ­ლაო როცა გა­კე­თა, 300 მეტ­რით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­შო­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან, ეს კა­ნო­ნიც დარ­ღვე­უ­ლია.

ბავ­შვთა დაც­ვის მხრივ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოც ჩარ­თუ­ლია ახლა, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლო­საც. მის­მა ძმამ და­მი­რე­კა ამ დღე­ებ­ში მუ­ქა­რით, - რამ­დენს ბე­დავ ამ ამ­ბავს რომ ახ­მა­უ­რებ, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს შენი შვი­ლის ამ­ბა­ვიო.

ვა­ლე­რი კი ამ­ბობს, რომ თურ­მე ფსი­ქო­ლო­გი მთელ ოჯახს გვჭირ­დე­ბა. ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნე­ბენ. უნ­დათ ჩვე­ნი სახ­ლი შე­ის­ყი­დონ და გა­დაგ­ვა­სახ­ლონ აქე­დან. არ ვყი­დი ამ სახ­ლს, ტყუ­ი­ლია ისიც, რომ თით­ქოს დიდ თან­ხებს ვი­თხოვ, ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს, რომ კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნოს. მან 7-8 სახ­ლი შე­ის­ყი­და ირ­გვლივ და ახლა ჩვენ­სას მოგ­ვად­გა, ჩვე­ნი სახ­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ ჩი­ხის მი­სა­კუთ­რე­ბაც უნდა, რომ აღა­რა­ვინ ჰყავ­დეს მე­ზობ­ლად. არ ვყი­დი ამ სახ­ლს, რო­გორც ძვირ­ფა­სია მის­თვის მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი, ასე­თი­ვე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვი­საც აქა­უ­რო­ბა...

- ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შე­მოგ­თა­ვა­ზათ ორ­თა­ჭა­ლა­ში 3- ოთა­ხი­ა­ნი ბინა და თქვენ სა­ბურ­თა­ლო­ზე 2 ბი­ნის ყიდ­ვა მოს­თხო­ვეთ, ამა­ზე რას იტყვით?

- ეს არის სიც­რუე. მან შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ხა­შურ­ში აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ბინა და გვი­თხრა, თქვე­ნი სახ­ლი 12 000 ღირს და იქ წა­დი­თო. რა­ტომ უნდა წა­ვი­დე ჩემი სახ­ლი­დან? არ მინ­და, წას­ვლა. სხვა არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია, არც ორ­თა­ჭა­ლა­ში და არც არ­სად, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის და შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვი­საც ვუ­ჩი­ვი. არ იფიქ­როს ხალ­ხმა, რომ ეს მარ­თლა რე­ა­ლუ­რია. აა­შე­ნოს კე­დე­ლი, არ მექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია, თუ ჩემი შვი­ლი ამას არ და­ი­ნა­ხავს. ვინ აგებს პა­სუხს ჩემი შვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე? დაგ­ვცი­ნის და აბუ­ჩად გვიგ­დებს ჩვე­ნი შვი­ლის ამ­ბა­ვი სა­სა­ცი­ლოდ მი­აჩ­ნია... იხილეთ სრულად