"წა­ვე­დით ერ­თად ტა­ძარ­ში, ვე­ვედ­რეთ, ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და ნი­კო­ლოზს, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი გვი­თხო­ვია" - რას წერს მოკლული ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა? - კვირის პალიტრა

"წა­ვე­დით ერ­თად ტა­ძარ­ში, ვე­ვედ­რეთ, ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და ნი­კო­ლოზს, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი გვი­თხო­ვია" - რას წერს მოკლული ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა?

ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­კოს ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც 2020 წლის 19 დე­კემ­ბერს, ნა­რი­ყა­ლა­ზე, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

იზა ომა­ძე ფო­ტოს­თან ერ­თად შემ­დეგ პოსტსაც აქ­ვეყ­ნებს:

"ეს შარ­შან იყო…წა­ვე­დით ერ­თად ტა­ძარ­ში, ვე­ვედ­რეთ, ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და ნი­კო­ლოზს, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი გვი­თხო­ვია, ვის შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ მსგავ­სი ბო­რო­ტე­ბა არ­სე­ბობ­და. ნი­კო­ლო­ზო­ბას გი­ლო­ცავთ ნიკო, ნი­კო­ლოზ, ჩვე­ნო პირ­ვე­ლო სი­ხა­რუ­ლო და პირ­ვე­ლო გა­ნუ­ზო­მე­ლო ტკი­ვი­ლო!!!

წმინ­და ნი­კო­ლო­ზი გფა­რავ­დეს ზე­ცა­შიც, ჩემო ზე­ცი­უ­რო ან­გე­ლო­ზო, მას შევ­თხოვთ იქაც შენს მფარ­ვე­ლო­ბას. წმინ­და ნი­კო­ლოზს შევ­თხოვ რომ “გონი მი­ე­ცი გან­მსჯე­ლებს, სი­ნა­ნუ­ლი მკვლე­ლებს და მის მშობ­ლებს, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თებსდა ხელ­შემ­წყო­ბებს…უზო­მოდ გვე­ნატ­რე­ბი და გა­უ­საძ­ლი­სია უშე­ნოთ ყო­ვე­ლი დღე.

ნიკო შენი და ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ნი­კო­ლო­ზო­ბას, მისი მად­ლი და წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ. შე­გე­წი­ოთ და გი­წი­ნამ­ძღვროთ წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა, მე კი მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც თა­ვის წილ სიყ­ვა­რულს გიგ­ზავ­ნის ყო­ველ­დღი­უ­რად (ლექ­სად, სა­ჩუქ­რად, ჩა­ნა­ხა­ტად).

P.S. მინ­და პა­ტი­ე­ბა გთხო­ვოთ, ჩემი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის გამო, ასე სა­ჯა­როდ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, მაგ­რამ გპირ­დე­ბით კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ ნი­კოს სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბულ კე­თილ საქ­მე­ებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით", - წერს იზა ომა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ და მის მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. 22 წლის ახალ­გაზ­რდა მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბა მა­ლე­ვე გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნისრტომ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მალ­ვა­ში იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ამ აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე წყნეთ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე აიყ­ვა­ნა.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ტო­ვით მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კვა­რა­ცხე­ლია, მა­მა­ზე, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოკ­ლეს. შემ­კვე­თე­ბად 20 წლის წინ მოკ­ლუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.