"ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს" - რა მოხდა გარდაბანში? - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს" - რა მოხდა გარდაბანში?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს და მიიმალნენ.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სოფელ ყარათაკლიაში შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"