პარიზში მამაკაცმა ორი ქალი მძევლად აიყვანა
პარიზში, მე-12 ოლქში, მამაკაცმა ორი ქალი მძევლად აიყვანა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მამაკაცი შეიარაღებულია ცივი იარაღით.
ადგილობრივი მედიასაშუალებები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დამნაშავეს ფსიქიატრიული ანამნეზი გააჩნია. პოლიციაში წყაროს ცნობით, ტერორიზმის კვალი ამ ეტაპზე არ განიხილება.
ამ დროისთვის იმ მაღაზიაში, სადაც დამნაშავე მძევლებთან ერთად იმყოფება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
bfmtv იუწყება, რომ დამნაშავეს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრთან ერიკ დიუპონ მორეტისთან საუბარი სურს. თავის მხრივ, მინისტრმა მომლაპარაკებლებს განუცხადა, რომ მათ განკარგულებაშია.
"ინტერპრესნიუსი"