ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს
საქართველოს სახალხო არტისტი, ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახს მიუსამძიმრა "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. პანაშვიდზე ოპოზიციური პარტიების წევრებიც იმყოფებოდნენ.
ჯემალ ჭკუასელს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.