"ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ - კვირის პალიტრა

"ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ

დღეს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. აღ­ნიშ­ნულ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მისი მე­უღ­ლე, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახ­ლოს, ხან ძა­ლი­ან შორს და ხან ძა­ლი­ან ახ­ლოს გა­ვა­ტა­რე და მხო­ლოდ წელს, კი­დევ ერთხელ ძვე­ლი საყ­ვარ­ლე­ბი­ვით რომ გა­ვი­პა­რეთ ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში და ვლა­პა­რა­კობ­დით სხვის­თვის სიკ­ვდილ­ზე, სი­ცო­ცხლე­ზე, გმი­რო­ბა­ზე, სულ ყვე­ლა­ფერ­ზე და მათ შო­რის ჩვენს აკ­ვი­ა­ტე­ბულ ერ­თმა­ნეთ­თან მუდ­მივ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ომზე, ტკი­ვილ­ზე და რომ დავ­თვე­რით თით­ქმის უგო­ნოდ, პირ­ვე­ლად მი­თხრა, ხან­და­ხან, ახ­ლაც, წა­მით, ფი­ზი­კუ­რად ვგრძნობ ავ­ტო­მა­ტის ჯერს, მა­მა­ჩემს რომ გა­და­ა­ტა­რეს და მტკი­ვაო.

ზუს­ტად ნა­ტყვი­ა­რე­ბის ად­გი­ლას და წა­მი­თო, - წა­მის გან­სა­ზღვრა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ არ გა­მე­ბე­და ჭარ­ბი თა­ნაგ­რძნო­ბა. არც სიმ­თვრა­ლე­ში ავი­წყდე­ბა, რომ უკად­რი­სია ცრემ­ლი მოგ­ვა­რო ვინ­მეს და ეს სი­ტყვა "მტკი­ვა" ერ­თა­დერ­თხელ გა­მოვ­ძა­ლე ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა და­ბა­დე­ბუ­ლი, ხე­ტი­ა­ლის­თვის, მძაფ­რი გრძნო­ბე­ბის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ვის­ზეც გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვი­ტყვი, რომ ასეთ მომ­ხიბ­ლავს არა­ვის ვიც­ნობ, ზურ­გის ქარს და ძლი­ერ იალ­ქნებს ვუ­სურ­ვებ­დი მხო­ლოდ და მე­გო­ნა ასე­თი იქ­ნე­ბო­და სულ, სულ, სულ... ვე­რა­ფე­რი შეც­ვლი­და და მი­თუ­მე­ტეს, გა­მოჩ­ნდე­ბო­და ვინ­მე მისი სრუ­ლად მომ­ხელ­თე­ბე­ლი.

აი ეს ადა­მი­ა­ნი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ნად ჩა­ბარ­და. მოკ­ლედ, გმი­რის და კა­რა­ტის­ტის კი არა, თი­ნას მო­ნას და­ბა­დე­ბის დღეა დღეს. ხოდა მო­ნებ­თან საქ­მე არ მაქვს. ეს უკვე სა­ბო­ლო­ოა", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.