"არ ვიცი, რატომ არ იმართება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა - არსებობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24/7-ზე მუშაობს" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რატომ არ იმართება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა - არსებობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24/7-ზე მუშაობს"

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის პერიოდულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ შეხვედრებს შორის შუალედი არ ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სეერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გარდა, არსებობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს.

„არ ვიცი, რატომ არ იმართება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, მე არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი. რაც შეეხება „ომიკრონს“, ექიმები საინფორმაციო კამპანიას არაფერს აკლებენ. მნიშვნელოვანია ცოდნა, „ომიკრონი“ იქნება თუ „ზეტა“, მაგრამ არაფერს ცვლის იმ მხრივ, რომ აცრა და ნიღაბი არის აუცილებელი. რაც შეეხება მინისტრს, მე მხარს დავუჭერ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ასეთ რთულ დროს მძიმე ტვირთს აიღებს საკუთარ თავზე, ნებისმიერს“, - განაცხადა სერგეენკომ.