"მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ, ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას..." - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ, ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას..."

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.

„მე და მიხეილს, გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს. ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მეუღლესა და დედას შეძლებოდათ მისი მონახულება. გულწრფელად გეუბნებით, დავურეკე, ვთხოვე. მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მისი თქმით, არის ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით ვერ შეძლო თბილისთან მოლაპარაკება.

„მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

"ინტერპრესნიუსი"