ცხინვალში ზვავს ორი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ცხინვალში ზვავს ორი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა

ოკუპირებულ ცხინვალში, როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება ერთი ჯარისკაცი, რომლის გადარჩენის მიზნით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ცნობისათვის, გუშინ, როკის გვირაბთან ჩამოწოლილმა ზვავმა რუსეთის სამხედრო ყაზარმა მოიყოლა, სადაც 5 ჯარისკაცი იმყოფებოდა. თავდაპირველად მაშველებმა სამი მათგანი ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.