"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" უკვე წლებია ზარალზე გადის" - რა შემოსავალი აქვს კომპანიას?
2022 წლიდან დედალაქალში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფაქტობრივად, ორმაგდება. შემოდის სააბონიმენტო სისტემა, თუმცა გაძვირებული ტარიფებით. კერძოდ, თუ აქამდე თბილისში ერთჯერადად მგზავრობის საფასური 50 თეთრს შეადგენს, გაისად უკვე 1 ლარი იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შემოსავლები.
2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სატრანსპორტო მომსახურებიდან 72.222 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი 139.441 მლნ ლარი. საოპერაციო შემოსავალმა კი შარშან 85.892 მლნ ლარი, 2019 წელს კი - 152.874 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შემოსავლის შემცირების მთავარი მიზეზი კორონაპანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოცხადებული ლოკდაუნი გახდა, რა დროსაც არ მუშაობდა არც მუნიციპალური ტრანსპორტი. განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"