"ძალიან ჰგავს დედოფალს“ - მედია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის პირველ ფოტოს ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ძალიან ჰგავს დედოფალს“ - მედია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის პირველ ფოტოს ავრცელებს

მედიაში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქალიშვილის, სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, ლილიბეტ-დიანას პირველი ფოტო გავრცელდა. ლილიბეტი ივნისში დაიბადა და ამ დრომდე მშობლები მას კამერების წინ არ აჩენდნენ. მეგანმა სანტა-ბარბარას კლინიკაში იმშობიარა. წყვილმა შვილს სახელი დედოფლის პატივსაცემად დაარქვა, რომლის მეტსახელიც ლილიბეტია. მისი მეორე სახელი კი საყვარელი ბებიის, უელსის პრინცესის პატივსაცემად შეარჩიეს.

lili3-1640175719.jpg

წყვილისთვის ლილი მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰარისონ მა-უნტბეტენ-უინძორი. დიდ ბრიტანეთში ბევრს საუბრობდნენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა უხეშობა და დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფლისგან ნებართვა აიღო. როგორც ცნობილია, 36 წლის ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტიც დედოფალს ვიდეოზარით „წარუდგა“. (წყარო)