ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა - რა მოხდა ვარკეთილში? - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა - რა მოხდა ვარკეთილში?

თბილისში მკვლელობა მოხდა. ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

"ინტერპრესნიუსი"