"მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას" - კვირის პალიტრა

"მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის გაცხადებას ველოდებით. ვფიქრობ, მალე გახდება ცნობილი. ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. როგორც კი იქნება ახალი კანდიდატურა ცნობილი, ბუნებრივია, ყველა შეიტყობს", - აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვებაზე 9 დეკემბერს განაცხადა. ტიკარაძე მინისტრის პოსტზე წლის ბოლომდე რჩება.