"ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, გოგას გარეშე არსად დადიოდა... მანიაკის არაფერი შეგვიტყვია" - რას ჰყვება მეუღლის მიერ მოკლული ფეხმძიმე ქალის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, გოგას გარეშე არსად დადიოდა... მანიაკის არაფერი შეგვიტყვია" - რას ჰყვება მეუღლის მიერ მოკლული ფეხმძიმე ქალის ახლობელი?

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 22 დე­კემ­ბერს, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მიკ­რო რა­ი­ონ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა კაც­მა 5 თვის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე, 22 წლის ქეთა კე­პუ­ლა­ძე ერთი წლის შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლილს 5 ჭრი­ლო­ბა მუც­ლის, ერთი კი ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა 23 წლის გოგა გზი­რიშ­ვილ­მა თა­ვად და­რე­კა 112-ში და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

ambebi.ge ქეთი კე­პუ­ლა­ძის დე­ი­დაშ­ვილს ელე­ნე კა­ჭა­რა­ვას ესა­უბ­რა.

"ზუს­ტად რა მოხ­და, არ ვიცი, ქეთი უთ­ქმე­ლი გოგო იყო, არა­ვის არა­ფერს უყ­ვე­ბო­და. ერთი პე­რი­ო­დი, დე­დას­თან იყო ერთი კვი­რით წა­სუ­ლი, მერე გო­გას მი­უ­კი­თხავს და უკან წა­მო­უყ­ვა­ნია. რო­გორც ჩანს, ქეთი გულ­ში იკ­ლავ­და დარდს, არც არა­ფე­რი ეტყო­ბო­და... ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სათ­ნო და საყ­ვა­რე­ლი, ჩვენს შო­რის ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ერ­თად გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რაც მოხ­და, ძლივს ვლა­პა­რა­კობ...

გოგა და ქეთი შე­ეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, 2 წე­ლია, რაც შე­უღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დე­მეტ­რე ჰყავთ, რომ­ლის თვალ­წი­ნაც გა­მო­ა­სალ­მა ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლეს. დემე ქე­თის დე­დას­თან იქ­ნე­ბა, ის გაზ­რდის. რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნა 5 თვის ორ­სულ ქალს, ვერ ვხვდე­ბი. გოგა ეჭ­ვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რა­ტომ იყო, ვერ ვხვდე­ბი. ქეთი მის გა­რე­შე ნა­ბიჯს არ დგამ­და, უი­მი­სოდ არ­სად და­დი­ო­და. რომ ვე­ტყო­დით, გა­მო­დი ჩვენ­თან, სულ იმას ამ­ბობ­და, - გო­გას ვე­ტყვი და ისე გა­მო­ვა­ლო, თვით­ნე­ბუ­რად არა­ფერს აკე­თებ­და. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ასე ჩან­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში.

გოგა თა­ვი­დან კარ­გი იყო, ბოლო დროს რა და­ე­მარ­თა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლე­ბი არი­ან და ვარ­კე­თილ­ში ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას დედა ახ­ლა­ხან იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ოჯახ­ში გოგა, მა­მა­მი­სი, მისი 14 წლის და, ქეთა და დემე ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მა­ნი­ა­კის არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ვერ გე­ტყვით, ეწე­ო­და, თუ თა­მა­შობ­და. მე­ზობ­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ მე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვი­ტყვი. გოგა ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, რაზე ზუს­ტად არ ვიცი, მგო­ნი, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე... გააგრძელეთ კითხვა