"ნამდვილი სითბო და ნამდვილი საახალწლო ატმოსფერო ჩამოყალიბდა ანდრიშას პირველი შობის მოლოდინში" - როგორია სოფო შევარდნაძის წინასაშობაო განწყობა დედის ამპლუაში? - კვირის პალიტრა

"ნამდვილი სითბო და ნამდვილი საახალწლო ატმოსფერო ჩამოყალიბდა ანდრიშას პირველი შობის მოლოდინში" - როგორია სოფო შევარდნაძის წინასაშობაო განწყობა დედის ამპლუაში?

რუსეთში წარმატებული ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე პირველaდ ხვდება ხვდება ახალ წელს შვილთან ერთად. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში გახდა დედა.

როგორც სოფო "ისნტაგრამზე" წერს სადღესასწაულო დღეებში ძალიან გადატვრთული გრაფიკი აქვს, მაგრამ პატარა ანდრია განწყობის შექმნაში ეხმარება.

"ეს არ არის დეკემბერი. ეს არის დაუსრულებელი ქარიშხალი. ერთის მხრივ ეს არის, შეხვედრებისა და სადღესასწაულო საღამოების ტორნადო, მეორე მხრივ კი დაუსრულებელი საქმეების სია.

როგორც ჩანს, მთავარი ზეწოლა დაუსრულებელი საქმეებიდან გამომდინარეობს. დახურავ თუ არა 5 პუნქტს,საიდანღაც კიდევ ჩნდება 10 და ამ ყველაფერს არ უჩანს დასასრული, ზღვარი.

ფანჯრის მიღმა ფიფქები, საღამოები გლინტვეინისა და მანდარინის სურნელით - ამისთვის დრო როდის უნდა გამონახოს თანამედროვე ადამიანმა?

ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პატარა მეხმარება გავჩერდე, მიმოვიხედო ირგვლივ, ღრმად ჩავისუნთქო და ამოვისუნთქო, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ყველგან სადაც მეჩქარება შესაძლებელია დაგვიანება. მაგრამ სწორედ, დღევანდელ ყინულოვან დეკემბრის ორშაბათს, ჩემი ნამდვილი სითბო და ნამდვილი საახალწლო ატმოსფერო ჩამოყალიბდა ანდრიშას პირველი შობის მოლოდინში, ის დატკბება ამ დროით და დედასთან ჩახუტებით", - წერს სოფო შევარდნაძე