"არავითარი გირაო არ მინდა, პატიმრობა მეკუთვნის და იმიტომო" - რას ამბობს ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული - კვირის პალიტრა

"არავითარი გირაო არ მინდა, პატიმრობა მეკუთვნის და იმიტომო" - რას ამბობს ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული

"ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, დათ­რგუ­ნუ­ლი იყო დღეს ძა­ლი­ან, შე­ში­ნე­ბუ­ლი, გა­ნიც­დის ძა­ლი­ან მწა­რედ" - ამის შე­სა­ხებ ორ­სუ­ლი მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

"პრინ­ციპ­ში აღი­ა­რებს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ხვალ და­ა­ფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ას, მეც ჩემს სათ­ქმელს სა­სა­მარ­თლო­ზე ვი­ტყვი. დღეს სი­ტყვა ძუნ­წი იყო. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას ითხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რა და მო­ი­თხოვს ალ­ბათ პა­ტიმ­რო­ბას და ჩვენც ვე­თან­ხმე­ბით, თვი­თონ გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­ტიმ­რო­ბას, არა­ვი­თა­რი გი­რაო არ მინ­დაო, მე­კუთ­ვნის და იმი­ტო­მო. ისიც მინ­და გი­თხრათ, რომ თა­ვად შე­ა­ტყო­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ, აზ­რზე რომ მო­ვე­დი, თვი­თონ მე დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­შიო“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ორ­სუ­ლი მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ოც­და­ა­თამ­დე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და "ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.