"წყვი­ლი და­შო­რე­ბას აპი­რებ­და და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სწო­რედ ეს გახ­და იმ კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი" - კვირის პალიტრა

"წყვი­ლი და­შო­რე­ბას აპი­რებ­და და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სწო­რედ ეს გახ­და იმ კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი"

24 დე­კემ­ბერს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის გოგა გზი­რიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. 22 წლის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლის ქეთა კე­პუ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი გვე­უბ­ნე­ბა, გზი­რიშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და გი­რა­ოს უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 22 დე­კემ­ბერს, ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლეს სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით გან­ზრახ მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი. მკვლელ­მა და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, თა­ვად და­რე­კა 112-ში. სახ­ლში მი­სულ ძა­ლოვ­ნებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ - გარ­დაც­ვლილს ოც­და­ა­თამ­დე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ქეთა კე­პუ­ლა­ძე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ქეთა კე­პუ­ლა­ძის მე­გო­ბა­რი, ნინი ფხა­კა­ძე გვიყ­ვე­ბა, ქეთა მის პრობ­ლე­მებ­ზე მე­გობ­რებ­თან არას­დროს სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ის ფაქ­ტი, რომ წყვი­ლი და­შო­რე­ბას აპი­რებ­და და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სწო­რედ ეს გახ­და იმ კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბას უძღო­და წინ.

"ქეთა თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე ღიად არა­ვის­თან სა­უბ­რობ­და. ვი­ცო­დი, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე წა­მო­სუ­ლა ოჯა­ხი­დან, ცოლ-ქმარს უკა­მა­თია და და­ახ­ლო­ე­ბით 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქეთა დე­ი­დას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ ისი­ნი შე­რიგ­დნენ და ქე­თაც დაბ­რუნ­და ოჯახ­ში. მერე ისე გა­და­წყდა, რომ ცოლ-ქმა­რი უნდა და­შო­რე­ბუ­ლი­ყო, ქეთა ქმრის სახ­ლი­დან წა­მოს­ვლას აპი­რებ­და და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, იმ დღეს ამ თე­მა­ზე შე­კა­მათ­დნენ. ბოლო ხანს, გოგა ძა­ლი­ან არე­უ­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ყო­ფი­ლა, ექი­მის და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს სვამ­და. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ გოგა თა­მა­შობ­და. ქე­თას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ და უა­ღე­სად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი“. გააგრძელეთ კითხვა