"ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე..." - რა კადრებს ავრცელებს კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

"ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე..." - რა კადრებს ავრცელებს კახა კალაძე?

ახ­ლად­გახ­სნილ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და. კად­რებს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ტვრე­უ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის რუკა გა­ნა­თე­ბე­ბით.

"მა­შინ როცა სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თუ­ლი თბი­ლი­სი ახა­რებს ჩვენს პა­ტა­რებს, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აშუ­ქე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს და ჩვენც სი­ა­მა­ყით გვევ­სე­ბა გული, ისევ ვა­წყდე­ბით ვან­და­ლიზ­მის ამაზ­რზენ ფაქ­ტებს.

ვფიქ­რობ, ეს კად­რე­ბი სა­ჯა­რო უნდა იყოს, რომ ყვე­ლამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ რას­თან გვაქვს საქ­მე. რამ­დე­ნად მძი­მე და გულ­სატ­კე­ნია, რო­დე­საც ასე ანად­გუ­რე­ბენ იმას, რაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის, სტუმ­რე­ბის­თვის სიყ­ვა­რუ­ლით გა­კეთ­და.

დამ­ტვრე­უ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის რუკა გა­ნა­თე­ბე­ბით. ეს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვაა, თუმ­ცა პრობ­ლე­მა გა­ცი­ლე­ბით დიდი და ღრმაა. ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლი "მეტი სიყ­ვა­რუ­ლია"- ერ­თმა­ნე­თის, ქა­ლა­ქის, საქ­მის მი­მართ" - წერს კა­ლა­ძე ვი­დე­ო­კად­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.