გიორგი მარგველაშვილი ხვალ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი ხვალ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი"