"სანდრა და მამამისი მესტუმრნენ, გამახარეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილის მამა სოციალურ ქსელში?
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს ესტურა. თბილისში იმყოფება სანდრას მამაც და სააკაშვილების ოჯახს ისიც სტუმრობდა.
აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს ნიკოლოზ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.
"სანდრა და მამამისი მესტუმრნენ, გამახარეს", - წერს ექსპრეზიდენტის მამა.