ანტივაქსერი კიკბოქსერი კოვიდით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ანტივაქსერი კიკბოქსერი კოვიდით გარდაიცვალა

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი, კი­კბოქ­სე­რი ფრე­დე­რიკ სი­ნის­ტრა კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­ი­ცა­ვა­ლა.

40 წლის სი­ნის­ტრა მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი და ოთხგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი იყო.

რო­გორც ჰო­ლან­დი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, სპორ­ტსმე­ნი კო­რო­ნა­ვირუსს უარ­ყოფ­და და ან­ტი­ვაქ­სე­რად მი­იჩ­ნე­ო­და.

"wepublishnews" - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­კბოქ­სინ­გის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლით "მე­საფ­ლა­ვე", ამ­ბობ­და, რომ და­ა­ვა­დე­ბა "პა­ტა­რა ვირუ­სია" და არც აცრა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­დი­ის ცნო­ბით, სპორ­ტსმე­ნი ხში­რად აცხა­დებ­და, რომ თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი მარ­თლაც არ­სე­ბობს, სპორ­ტი­სა და ფიტ­ნე­სის წყა­ლო­ბით იგი ვირუსს მარ­ტი­ვად და­ა­მარ­ცხებ­და. რო­დე­საც სპორ­ტსმენს პირ­ვე­ლად და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი, მან გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თარ სახ­ლში, ბელ­გი­ა­ში, ლი­ეჟ­ში ემ­კურ­ნა­ლა, რად­გან მი­იჩ­ნევ­და, რომ მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ფრე­დე­რიკ სი­ნის­ტრა ნო­ემ­ბერ­ში, მისი მწვრთნე­ლის და­ჟი­ნე­ბი­უ­ლი მო­თხოვ­ნით ბელ­გი­ის სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­ვდა. სამ­გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში დამ­ძიმ­და. სპორ­ტსმე­ნი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ვირუსს და­ა­მარ­ცხებ­და.

"გა­ვაგ­რძე­ლებ სიკ­ვდი­ლამ­დე ბრძო­ლას, რო­გორც მა­მა­კა­ცი, და­ნე­ბე­ბის გა­რე­შე და მოვ­კვდე­ბი სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე“, - თქვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა.

(წყარო)