დატოვა თუ არა "მთავარი არხი" გიორგი გაბუნიამ - ნიკა გვარამია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ტელეკომპანია „მთავარზე“ დღეს 2021 წლის ბოლო „პოსტ ფაქტუმი“ გავიდა ეთერში.
გადაცემის დასასრულს კი წამყვანი მაყურებელს ასე დაემშვიდობა: „ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით“.
სხვა განმარტება წამყვანს არ გაუკეთებია.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება არხის დირექტორი - ნიკა გვარამია და წერს:
"შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის მთავარი არხიდან, თანამდებობრივად წინაურდება.
მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ "მთავარი არხიდან" კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანად".