ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია - ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს?
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა.
ზურაბ აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობითვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურა აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.
იხილეთ ვიდეო