რა ქონებით მოდის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი - კვირის პალიტრა

რა ქონებით მოდის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

ცნობისთვის, მანამდე აზარაშვილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, აზარაშვილი იკავებდა „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორისა და „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობებსაც.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის დეკემბერში დატოვა.

რაც შეეხება აზარაშვილის ქონებრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას, როგორც მის მიერ 2021 წლის 17 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, აზარაშვილის შემოსავალმა „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 58 362 ლარი; „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში 46 199 ლარი; „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 11 მარტის პერიოდში - 174 870 ლარი; „დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას კი 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 643 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას... განაგრძეთ კითხვა