"საფ­რან­გეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დროს შეხ­ვდა კო­ვი­დი...“ - კვირის პალიტრა

"საფ­რან­გეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დროს შეხ­ვდა კო­ვი­დი...“

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცროს­მა ვაჟ­მა - ცოტ­ნემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ტეს­ტის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ მი­ლი­არ­დე­რის ვაჟი კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე წყა­როს­თან ვცა­დეთ. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა ცოტ­ნე კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რი­ზი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის დროს და­ინ­ფი­ცირ­და.

"დიახ, ცოტ­ნე კო­ვიდ­და­დე­ბი­თია. სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით იზო­ლა­ცი­ა­შია. მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში აქვს ვირუ­სი, თავს კარ­გად გრძნობს და ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზეა. საფ­რან­გეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დროს შეხ­ვდა კო­ვი­დი...“ - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

imagetools0-59922-1640612537.png

ბოლო წლებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ცოტ­ნე ატა­რებს დიდ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში. უფ­რო­სი შვი­ლი უტა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, გვან­ცა - ამე­რი­კა­ში, ბერა კი, ცოლ-შვილ­თან ერ­თად, თვე­ე­ბია სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ცოტ­ნე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. პა­რიზ­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. განაგრძეთ კითხვა