აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელი შეაჯამა - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელი შეაჯამა

ექ­სტრე­მა­ლუ­რი ვე­ლო­ბი­ლი­კი, კა­ნი­ო­ნინ­გი უჩხო­ში, ტუ­რის­ტუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი და სა­პიკ­ნი­კე ზო­ნე­ბი ჯვა­რი­მინ­დორ­ზე მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიმ­დი­ნა­რე წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უწყე­ბის ან­გა­რიშს ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რი­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს გა­ეც­ნენ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი შე­ა­ჯა­მა.

მიმ­დი­ნა­რე წელი აჭა­რის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვე­ბის კუ­თხი­თაც. ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას, რომ 2023 წელს აჭა­რა ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ჯილ­დო­ე­ბას “World Travel Awards” უმას­პინ­ძლებს. წელს, ბა­თუმს UNESCO-ს მუ­სი­კის ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა, აჭა­რის სამ­მა ეროვ­ნულ­მა პარ­კმა კი UNESCO-ს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

მთი­ან აჭა­რა­ში შე­იქ­მნა ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი კა­ნი­ო­ნინ­გის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი ვე­ლო­ბი­ლი­კის, ტუ­რის­ტუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბის, სა­პიკ­ნი­კე ზო­ნე­ბი­სა და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის სა­ხით. 2022 წელს, კი აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტებს ქო­ბუ­ლე­თის ტორფნა­რებ­ზე ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ხი­ხან­ზე ასას­ვლე­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კი შე­ე­მა­ტე­ბა.

წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხი­თაც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრე­ნინ­გე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის 758 წარ­მო­მად­გე­ნელს ჩა­უ­ტარ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ ბარ­მე­ნე­ბი, გი­დე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და მთი­ან აჭა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე, შე­იქ­მნა ქო­ბუ­ლე­თი­სა და ბა­თუ­მის ტუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, სას­წავ­ლო ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ვებ-გვერ­დი serviceajara.ge

აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა EURONEWS, National Geographic Traveller Food, National Geographic Traveller, Dailymail, Travelmagazine, Cultural Voyager. შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი კამ­პა­ნია „გა­ი­ცა­ნი აჭა­რა ან­ბა­ნით“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 33 სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლი მომ­ზად­და.

სა­ერ­თა­შო­რი­სო და შიდა მე­დი­ა­ში აჭა­რის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბის, რე­პორ­ტა­ჟე­ბი­სა და გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით აჭა­რას მე­დი­ი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის 196 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუმ­რობ­და (76 ჟურ­ნა­ლის­ტი და 120 ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი). რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია დუ­ბა­ის, მად­რი­დი­სა და ბარ­სე­ლო­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

რე­გი­ო­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით გა­ნახ­ლდა სა­ი­მი­ჯო ფო­ტო­ბა­ზა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც რე­გი­ონს 60 სა­რეკ­ლა­მო ფოტო შე­ე­მა­ტა.

არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ასე­ვე მარ­თავ­და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­სა და კა­რან­ტი­ნებს. 2021 წელს, აჭა­რა­ში კო­ვიდ­კა­რან­ტი­ნებ­ში 35 სას­ტუმ­რო იყო ჩარ­თუ­ლი, სა­დაც 28 247 ადა­მი­ა­ნი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, ბოლო ორი წელი ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ზრდის მი­ხედ­ვით რე­გი­ო­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რა­ში 100-მდე ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტი გა­იხ­სნა. მათ შო­რი­საა სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, გლემ­ფინ­გე­ბი და კო­ტე­ჯე­ბი მთი­ან აჭა­რა­ში.

(R)