პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია - კვირის პალიტრა

პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში, სახ­ლის აივ­ნი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, შემ­თხვე­ვით მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ქალი მოკ­ლა, თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს. მე­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ად­გი­ნა, რომ პო­ლი­ცი­ელს სა­პყრო­ბი­ლე­ში მხო­ლოდ 1 წლი­სა და 3 თვის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვეს 8 წელი მი­უ­სა­ჯა, ხოლო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და სა­პა­ტიმ­რო 1 წელ­სა და 3 თვე­ში და­ტო­ვა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი სოსო გაბ­რი­ა­ძე და­კა­ვე­ბი­დან 15 თვე­ში, 2021 წლის ივ­ლის­ში ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ამას­ვე ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სექ­ტემ­ბერ­ში მისი და მისი მე­უღ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ ერთ სა­ზღვაო კუ­რორტზე იმ­ყო­ფე­ბა. თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის ოჯახ­მა გაბ­რი­ა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბით რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან შე­ი­ტყო, მა­ხალ­დი­ა­ნის მე­უღ­ლემ გვი­თხრა, რომ ამის შე­სა­ხებ ყურ­მოკ­ვრით იცო­და, თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის დრო არ იცოდ­ნენ", — იუ­წყე­ბა მე­დია.

ცნო­ბის­თვის, 2020 წლის აღ­დგო­მის დღეს, თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, სახ­ლის აივ­ნი­დან ნას­ვამ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, შემ­თხვე­ვით მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ქალი მოკ­ლა. ქა­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი იმა­ვე წლის 20 აპ­რილს და­ა­კა­ვეს