"პირველი ოქტომბერი იოლად არ დამავიწყდება...ეს იყო შოკი, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინეთ ვიდეოს და მაინც არ მჯეროდა"
სანდრა რულოვსი ოთხშაბათს "ფორმულას“ ეთერში, გადაცემა "დროებაში“ პირველად ისაუბრებს ბოლო თვეებში მომხდარ ამბებზე. იმავე დღეს გავრცელდა უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ვიდეო, სადაც სააკაშვილმა შემდეგი სიტყვები თქვა: "მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ."
ყოფილი პირველი ლდეის, სანდრა რულოვსის ახლანდელი როლი ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. "დროების" ანონსიდან არ ჩანს, შეეხება თუ არა რულოვსი ოჯახის დანგრევის თემას, თუმცა ირკვევა, რომ მან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, როგორც მთელმა საქართველომ პირველად გავრცელებული ვიდეოდან გაიგო.
სანდრა რულოვსი:
- თბილისში ვარ და არც ვაპირებ რომ სადმე წავიდე. პირველი ოქტომბერი იოლად არ დამავიწყდება. მე და ნიკოლოზი დარწმუნებული ვიყავით რომ აქ იყო. ჯერ ბათუმი და მერე თავის ვენახში ამოყოფს თავს-მეთქი. ეს იყო შოკი ნამდვილად, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინეთ ვიდეოს და მაინც არ მჯეროდა.
ჩემი ადგილი შეიცვალა.
ზუგდიდში დღის ცენტრი მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ. ეს არის ჩემი "დრაივი", მოტივაცია. რაღაცნაირად თავისუფალ ვარდნაში ვართ. ეს მიშას ბრალი არ არის ეს რაღაც სხვისი ბრალია....
შეიძლება რაღაც ფრაზა ვინანო... ბავშვებიც ამაყობენ მამით..." - ამბობს სანდრა რულოვსი.
ვიდეო იხილეთ ლინკზე