"ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულად ლიკვიდაციას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულად ლიკვიდაციას ცდილობს"

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ონიანის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულად ლიკვიდაციას ცდილობს. როგორც ონიანი აცხადებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუშინ განხორციელებული ქმედებები არის დანაშაულებრივი.

„ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუშინ განხორციელებული ქმედებები დანაშაულებრივი იყო. ხელისუფლების აღნიშნული ქმედება იმ ხაზის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც მათ არანაირი სამართლებრივი ჩარჩო არ აინტერესებს და სააკაშვილის ლიკვიდაციას მიზანმამართულად ცდილობენ“, - განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც ცუდად გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ ღამით სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმები და ადვოკატები არ შეუშვეს.