"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა? - კვირის პალიტრა

"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა?

საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი - მიხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის“ თავ­მჯდო­მა­რის ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სხდო­მა­ზე მყო­ფი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

"ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, არის ის, რომ და­გარ­ქვათ სა­ხე­ლი, და­ვარ­ქვათ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სა­ხე­ლი, რათა შემ­დგომ ის გა­მოჩ­ნდეს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ისე მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­ნა­ხოს თქვენ რა გქვი­ათ - თქვენ ახლა ყვე­ლა ხართ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - გივი, ალუ­და და ა.შ“, - აღ­ნიშ­ნა ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა.

ამის სა­პა­სუ­ხოდ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა მა­რი­კაშ­ვილს მი­მარ­თა სი­ტყვე­ბით: "შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებ. თითი ჩა­წიე, ჭკვი­ა­ნად იყა­ვი.ნუ ბლა­ტა­ობ“.

სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბას ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი თინა ბო­კუ­ჩა­ვა, რო­მელ­მაც ღუ­დუ­შა­ურს მი­მარ­თა: "ბა­ტო­ნო ალუ­და, დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ სი­ტყვა "ბლა­ტა­ო­ბა“ და ასე­თი ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნეთ ქუ­ჩა­ში. ნუ ბე­დავთ და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ასეთ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას ნუ იყე­ნებთ. ასე­ვე, ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ (სარ­ჯვე­ლა­ძე), მი­მარ­თეთ ეთი­კის კო­მი­სი­ას იმის­თვის, რომ ბა­ტო­ნი ალუ­დას მიერ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ რე­ა­გი­რე­ბის ქვეშ მო­ექ­ცეს“.

ამის შემ­დეგ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის მი­თი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილს სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბის და კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. სარ­ჯვე­ლა­ძემ მა­რი­კაშ­ვილს მიკრო­ფო­ნის გა­მორ­თვა მოს­თხო­ვა, რის შემ­დე­გაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა და­ტო­ვა.

"ზუს­ტად ამი­ტომ ამარ­თლებთ იმ სა­ხელს, რო­მე­ლიც და­გარ­ქვით“, - ასე მი­მარ­თა სხდო­მის და­ტო­ვე­ბამ­დე ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა სარ­ჯვე­ლა­ძეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რეპ­ლი­კა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა.

"შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თარ სა­ახ­ლობ­ლო­ში მო­ნა­ხოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ სა­ხე­ლი და­არ­ქვათ. ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ამის უფ­ლე­ბა არ გაქვთ“, - გა­ნუ­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­რი­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა იმით და­ი­წყო, რომ მან "ქარ­თლუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"ეს ფორ­მა­ტი ძა­ლი­ან ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გის ცნო­ბილ სკეჩს, რო­დე­საც ადა­მი­ანს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, სულ­ში აფურ­თხე­ბენ და ეს ადა­მი­ა­ნი რომ ბრაზ­დე­ბა, მობ­რუ­ნე­ბულს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. თქვენ აყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას თქვე­ნი­ვე ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მერე გვე­უბ­ნე­ბით, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - გა­ნუ­ცხა­და დე­პუ­ტა­ტებს მა­რი­კაშ­ვილ­მა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე. განაგრძეთ კითხვა