სახალხო დამცველის ინიციატივით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმები მივიდნენ - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველის ინიციატივით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმები მივიდნენ

სახალხო დამცველის ინიციატივით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმები, თენგიზ წულაძე და ოთარ თოიძე მივიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აპირებენ, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

„მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩამოსვლა, ომბუდსმენის ოფისიდან დამირეკეს. კოლეგებთანაც უნდა გავიარო, მოვითათბიროთ და მინდა, ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წამოვიღო. ამას გავაკეთებ, კოლეგებსაც გავესაუბრები და მერე ერთად დავწერთ დასკვნას“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"