"ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობაზე დარჩენის საშუალება 2035 წლამდე ექნება" - რა ცვლილებას გეგმავს კონსტიტუციაში ბელარუსის ხელისუფლება ?
ბელარუსის ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა გახანგრძლივდება და ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობაზე დარჩენის საშუალება 2035 წლამდე ექნება. აღნიშნული ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდსა და ახალი ამბების სააგენტო Belta-ზე გავრცელდა.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლიდან ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დაკავება ახლად არჩეულ პრეზიდენტს კიდევ ერთი 5 წლიანი ვადით ექნება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ გავრცელდება ალექსანდრე ლუკაშენკოზე, რომელიც მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2025 წელს გეგმავს, შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში დარჩენა 2035 წლამდე შეეძლება. ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წელს გახდა და ქვეყანას უკვე 27 წელია მართავს.
"ინტერპრესნიუსი"