"ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს..." - კვირის პალიტრა

"ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს..."

ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი გვაქვს ნა­ა­ხალ­წლევს, რად­გა­ნაც "ომიკ­რო­ნი“ ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­მო­სუ­ლია. ჯერ სა­ბედ­ნი­ე­როდ ცო­ტაა, ჯერ­ჯე­რო­ბით უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვა­ხერ­ხებთ გავ­ყვეთ "ომიკ­რო­ნის“ თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ცე­მის ჯაჭვს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რო­დე­საც რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ­მა შემ­თხვე­ვებ­მა იკლო, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, „ომიკ­რო­ნის“ შტა­მის პი­რო­ბებ­ში, რა­ო­დე­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

იმ­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით­ვე, მას შემ­დეგ, რაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­ი­წია, წელს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად, გრი­პიც გა­მოჩ­ნდა.

"დღე­ში 2000 [ახა­ლი შემ­თხვე­ვა], რომ არის, გვი­ხა­რია, რად­გან ეს ტალ­ღა ოდ­ნავ ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ეს დღე­ე­ბი კი­დევ ვე­ლო­დე­ბით, რომ შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ კი­დევ და­იკ­ლოს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჯერ არ მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი გვაქვს ნა­ა­ხალ­წლევს, რად­გა­ნაც "ომიკ­რო­ნი" ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­მო­სუ­ლია. ჯერ სა­ბედ­ნი­ე­როდ ცო­ტაა, ჯერ­ჯე­რო­ბით უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვა­ხერ­ხებთ გავ­ყვეთ "ომიკ­რო­ნის" თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ცე­მის ჯაჭვს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რო­დე­საც რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს. აქ რჩე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში მო­იკ­ლო. რო­გორც კი პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­ი­წია, არა მარ­ტო კო­რო­ნა, გრი­პიც გა­მოჩ­ნდა, რაც და­მა­ტე­ბით თავ­სა­ტეხს გა­უ­ჩენს ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს. თუ გვინ­და ეს ზამ­თა­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რად გა­ვა­ტა­როთ, ეს არის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

"ბუს­ტე­რი“ სა­ჭი­როა კო­რო­ნას­გან და­სა­ცა­ვად, 75%-მდე ადის კო­რო­ნას­გან დაც­ვა, თუ „ბუს­ტე­რი“ გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. სიკ­ვდი­ლი­სა­გან ორი დო­ზაც მშვე­ნივ­რად იცავს, კვლე­ვე­ბი უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა. „სი­ნო­ვა­კი“ და „სი­ნო­ფარ­მი“ მშვე­ნივ­რად იცავს მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­გან და სიკ­ვდი­ლი­სა­გან „ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­შიც. რა თქმა უნდა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ „ბუს­ტერს“ გა­ი­კე­თე­ბენ, ეს დაც­ვას აძ­ლი­ე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.