"ჩინეთი მიიღებს "რადიკალურ ზომებს" თუ..." - რა გაფრთხილებას უგზავნის ჩინეთი ტაივანს?
პეკინის ოფიციალური წარმომადგენელი ტაივანის მიმართულებით გაფრთხილებას აგზავნის.
„ჩინეთი მიიღებს „რადიკალურ ზომებს" თუ ტაივანი დამოუკიდებლობის პროვოცირებას შეეცდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ტაივანის მხრიდან პროვოკაციები და გარე მხრიდან ჩარევები მომავალ წელს შესაძლოა გაძლიერდეს.
„თუ სეპარატისტული ძალები ტაივანში, რომლებიც ელტვიან დამოუკიდებლობას, პროვოცირებას მოახდენენ, გადაამეტებენ ძალას ან თუნდაც რაიმე „წითელ ხაზს“ გადაკვეთენ, ჩვენ მოგვიწევს მკვეთრი ზომების მიღება“, - განაცხადა ტაივანთან ურთიერთობის ოფისის პრესსპიკერმა.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ტაივანი კი აცხადებს, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა და დაიცავს საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას.