ჯეი ლოს "სუპერშაბაში"
ამას წინათ ჯენიფერ ლოპესი ქმარს, თავისი ტყუპის მამას, მარკ ენტონის გაეყარა და გულის გადასაყოლებლად იალტაში უზბეკი ნავთობმაგნატის შვილის ქორწილში იმღერა.
ამ ერთ გამოსვლაში ლოპესმა გვარიანი შაბაში - 1,8 მილიონი დოლარი "აიკრა"! ოლიგარქმა აზამ ასლანოვმა საყვარელი ვაჟის ქორწილისთვის არაფერი დაიშურა და განსაცვიფრებელი შოუ მოაწყო. იალტიდან 15 კმ-ში ზღვის პირას უზარმაზარი ხის სასახლე ააგებინა, რომელიც წითელი ხალიჩით მორთო.
სტუმრებს 100 საგულდაგულოდ შერჩეული მიმტანი ემსახურებოდა... ჯენიფერის გამოსვლა კი კინაღამ ჩაიშალა - თურმე მთელ შავ ზღვისპირეთში შუქი ჩაქრა და გაკვირვებულ ლოპესს (ექსსაბჭოთა მოქალქეებისთვის მსგავსი რა გასაკვირია?!) სანთლის შუქზე მოუწია სასცენოდ მზადებამ.