ვისთვის გაიხსნება ორბელიანების სასახლის ეზო ახალი წლის დღეებში - კვირის პალიტრა

ვისთვის გაიხსნება ორბელიანების სასახლის ეზო ახალი წლის დღეებში

ახალი წლის დღეებში ორბელიანების სასახლის ეზო ყველა დამთვალიერებლისათვის გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

sasaxle-1640786413.jpg

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნებისმიერ მსურველს 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ, ჩიჩილაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა.

orbelianiii-1640786719.jpg

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

orbeliani-1640786765.jpg