რატომ არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტალში? - კვირის პალიტრა

რატომ არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტალში?

ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლა ვერ შეძლო. ჯიშკარიანის განცხადებით, ამის მიზეზად მას სამუშაო საათების და ვიზიტებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვა დაუსახელეს.

"ემპათიას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.

"ორი მოტივი დაასახელეს, ერთი, რომ სამუშაო საათები დამთავრებულია და წინააღმდეგობრივი მოტივი, რომ უნდა მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ გვაქვს ნებართვა, ჩამოვედით იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ახალ ფაქტს არასათანადოდ მოპყრობის. ამას განვიხილავთ, როგორც ხელის შეშლას ექსპერტიზაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დოკუმენტირებული იყოს ის ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა და ალბათ, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"