გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ აღარ იქნება ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ აღარ იქნება ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი. გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი მიზეზად მასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს და განმარტავს, რომ მცდარი ინფორმაციებით ზეწოლის პირობებში, პაციენტის მკურნალობის გაგრძელება მისთვის რთულია როგორც მორალურად, ასევე ადამიანურად.
"ნინო გოგორიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების და გაჟღერებული ბრალდებების გამო მიიღო. ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ სპეკულაციებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ადგილი აღარ ექნება", - აღნიშნულია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"