"არ მჯეროდა...ვცდილობდი, რომ გაბრაზების ობიექტი არ ყოფილიყო მიშა"- სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე - კვირის პალიტრა

"არ მჯეროდა...ვცდილობდი, რომ გაბრაზების ობიექტი არ ყოფილიყო მიშა"- სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

"ფორმულას" ეთერში, გიორგი თარგამაძესთან საუბარში, სანდრა რულოვსი იხსენებს, როგორ შეიტყო სააკაშვილისა და ლიაზა იასკოს ურთიერთობის შესახებ.

"საღამოს, როცა საუბარი იყო იმაზე, დაჭერილი ჰყავთ თუ არა, არ იცოდნენ სად იყო, რა თქმა უნდა ვნერვიულობდით და ზუსტად მაშინ, როც აუკვე დადასტურდა, რომ აყვანილია და ჩვენც ვნახეთ კადრები, რომელშიც მომღიმარი მიშა ჩანს, გავრცელდა სხვა ვიდეოც და მე ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან, დერეფანში ვიყავი და მაჩვენა თავისი მობილური და მითხრა, დედა, აქ რუსულადაც არის რაღაც და იქნებ დამეხმაროო, ამ ვიდეოს ერთად ვუყურეთ, ეს ნამდვილად შოკი იყო ნიკოლოზისთვისაც და ჩემთვისაც. სამი წუთი გრძელდებოდა სამივე ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვისმინეთ, მაგრამ მაინც არ მჯეროდა... უბრალოდ არ არსებობს, ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, ეს იყო თავდაცვის მექანიზმი, ეს არის მომენტი, როცა ვერ უყურებ თვალებში რეალობას. არ გინდა აღიარო იმიტომ, რომ ეს არის დარტყმა, ეგოს შეტევა. მერე როცა მივხდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდებებოდა წარსულს, მადლობები გვიხადა, უკვე მიწევდა აღიარება, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელი იყო ფორმა, ანუ მთელი ქვეყნამ ნახა ეს, არ იყოს ამის დრო, ყველა გადართული იყო მიშას დაკავებაზე, მიშას გამბედაობაზე, რომ ჩამოვიდა და უცებ გაჩნდა პირადზე ვიდეო...კომენტარებს წერდნენ და ერთ-ერთზე გამეცინა, სადაც ეწერა, "ბატონო პრეზიდენტო, ახლა შეიძლება დავიძინო?! "- ანუ, რად დროს ამის დრო იყო ახლა, უბრალოდ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია, უფრო დაბნეულობა, ამის მერე დაიწყო ჩემთვის რთული პერიოდი, აღარ მინდოდა ამბების ყურება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეაქცია იყო ამ პირადულ ვიდეოზე და იზოლაციაში ყოფნა აღმოჩნდა ჩემთვის მეორე მექანიზმი ამ ემოცებისგან თავის დასაცავად, თუმცა ედუარდისგან ვიგებდი ინფორმაციებს თუ რა ხდებოდა, ოღონ მხოლოდ მშრალი ფაქტებით იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ აზრების განხილვა, დაცინვა, შეცოდება, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული იყო. სულ სამი დაცვის მექანიზმი მქონდა, მესამე იყოს ის, რომ ვფიქრობდი, ეს მიშას ბრალი არ არის, სხვისი ბრალია, ვიღაცამ აიძულა, რაღაცამ აიძულა, ვცდილობდი, რომ გაბრაზების ობიექტი არ ყოფილიყო მიშა", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა