"ოთხი ბავშვი ვიშვილე, დედამ მომწერა, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო" - ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახის ემოციური ამბავი - კვირის პალიტრა

"ოთხი ბავშვი ვიშვილე, დედამ მომწერა, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო" - ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახის ემოციური ამბავი

მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ გულიკო ეგნატაშვილმა ოთხი ბავშვის შვილად აყვანის ემოციურ ისტორიაზე POSTV-ის გადაცემაში "სიკეთე მარტივია“ ისაუბრა:

"ჩემი ორი შვილი მყავს. ოთხი ბავშვი ვიშვილე. ისინი უკვე 9 წელია ჩემი შვილები არიან. ალექსანდრეს სურვილი იყო, რომ ისინი გვეშვილებინა. ალექსანდრე პატარაობიდან მონასტერში დაგვყავდა და მამა შიოსთან ყინწვისის მოანასტერში იზრდებოდა, ერთხელ მეც იქ ვიყავი და დედამ მოიყვანა შვილი და მამაოს ჩააბარა დროებით, მამაომ, რა თქმა უნდა, გულით მიიღო...რომ შევხედე ალექსანდრეს, მივხდი, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან ომოქმედა და მკითხა, დედა, თუ შეიძლება რომ ჩვენ წამოვიყვანოთო? - მე დავეთანხმე. სოცაგენტმა გვითხრა რომ 4 ბავშვს, დედმამიშვილებს ვერ დააშორებდნენ და გვკითხეს, დროებით თუ შევიფარებდით დანარჩენებსაც. მე დავფიქრდი, შემეშინდა, ალექსანდრე კი მიყურებდა, აბა რას ვიტყოდი... წავედით იმ სოფელში, სადაც იყვნენ ეს ბავშვები და რომ მივედით ძალიან რთულ სიტუაციაში მყოფი ბავშვები ვნახეთ, მათ ბებო ზრდიდა, დედა ცუდად ჰყავდათ და სააავადმყოფოში იყო. ყველაზე პატარა იყო ერთი წლის და გადავწყვიტე, რომ მეთქი უნდა წამეყვანა. დედის გარეშე ეს ამბავი არ მომხდარა, მას აცნობეს ყველაფერი, მოგვიანებით კი, როცა გამოკეთდა, სახლშიც მოვიყვანეთ და გავიცანით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო ფიზიკურად... როცა ბავშვები წამოვიყვანეთ, ეს იყო ძალიან სტრესული, დედას ეჭირა პატარა და არ შემეძლო ბავშვის გამორთმევა... პატარა თვითონვე მომიყვანა დედამ, ჩამეხუტა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ და არასდროს ვინერვიულებ, ჩემი შვილები შენს გვერდით თუ იქნებიანო. ყოველთვის იმ იმედით ვიქნები, რომ დარწმუნებული ვარ, ბედნიერები იქნებიანო. მე ვუთხარი, რომ რაც შემეძლება ყველაფერს გავუკეთებ-მეთქი. წამოვიყვანეთ ოთხივე ბავშვი. ალექსანდრეც იყო ჩემთან ერთად. მალე დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო. მართლაც, ისე ვუყვარვარ ამ ბავშვებს და ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ამ ყველაფრის გამო ვერსად ვერ მივყვები ალექსანდრეს. ამ ბავშვებმა უკვე ბევრჯერ გაიარეს დიდი სტრესი დედის გარდაცვალების გამო და მე ვერ მივატოვებ. ალექსანდრეს თავისი მამა ახლავს თან. დედას მეძახიან, სულ თვალებში მიყურებენ", - მოყვა გულიკო ეგნატაშვილი.

წყარო