ასპინძაში მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

ასპინძაში მკვლელობა მოხდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).